ანტიკორუფციულ ბიუროსა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა.
ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორი მამუკა თავხელიძე სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
სტუდენტები გაეცნენ ანტიკორუფციული ბიუროს ძირითად მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებს.
თანამშრომლობის ფარგლებში, განისაზღვრება ბიუროსთვის პრიორიტეტული სამეცნიერო-კვლევითი საჭიროებები და დაიგეგმება ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტები.