ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ხელშეწყობის მიზნით, სსიპ „ანტიკორუფციული ბიურო“ საინფორმაციო შეხვედრებს აგრძელებს.
3 ივლისს, საქართველოს კანონში „გრანტების შესახებ“ განხორციელებული ცვლილებების შესახებ, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები და უფლებადამცველები დაესწრნენ.
შეხვედრას ინტერაქციული ხასიათი ჰქონდა. დამსწრეთა შეკითხვებს ბიუროს უფროსმა, რაჟდენ კუპრაშვილმა უპასუხა.
შეხვედრაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა კეთილსინდისიერი არასამთავრობო ორგანიზაციების როლის შესახებ და ხაზი გაესვა, რომ ბიურო გააკეთებს თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს მათთვის საქმიანობის გასამარტივებლად.
სწორედ ამ მიზნით შეიქმნა პლატფორმა - grants.acb.gov.ge, რომელიც 10 ივლისიდან ჩაირთვება. საიტზე რეგისტრაცია ნებაყოფლობითია, მსურველებს მოუწევთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმის შევსება. მონიტორინგისას, ანტიკორუფციული ბიურო იხელმძღვანელებს მათ მიერ ატვირთული ინფორმაციით.
3 ივლისს გამართულ შეხვედრას, 150-მდე სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო.