2024 წლის 5-7 ნოემბერს, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის ოფისის (UNODC) შემფასებლების ქვეყანაში ვიზიტი (country visit) განხორციელდა, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის (UNCAC) შესრულების შეფასების მექანიზმის (IRM) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
შეხვედრას ესწრებოდნენ UNODC-ის სამდივნოს, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკისა და მალაიზიის დელეგაციის წევრები, საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყების (31 უწყება), არასამათავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა გაეროს კონვენციის (UNCAC) შესრულების შეფასების მე-2 ციკლის ფარგლებში განხორციელდა.