ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

2023 წლის 26-27 ივნისს მსოფლიო ბანკის ჯგუფის ანტიკორუფციული განვითარების გლობალური ფორუმი მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში ვაშინგტონში გაიმართა

2023 წლის 26-27 ივნისს, მსოფლიო ბანკის ჯგუფის ანტიკორუფციული განვითარების გლობალური ფორუმი, მსოფლიო ბანკის სათავო ოფისში, ვაშინგტონში გაიმართა. გლობალურ ფორუმს საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე დაესწრნენ.

ფორუმის მიზანია ანტიკორუფციული პოლიტიკის შემქმნელებსა და პრაქტიკოსებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. ასევე, თანამშრომლობის ძირითადი სფეროებისა და პრიორიტეტების გაუმჯობესება, მათ შორის, ბენეფიციარის საკუთრების გამჭვირვალობა, შესყიდვებისა და ხელშეკრულებების მართვა, კანონის უზენაესობის მნიშვნელობა.

ფორუმს პარტნიორი ქვეყნების ლიდერები, კერძო და საჯარო სექტორის, აკადემიური წრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.