ხარისხის მართვის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
- ბიუროს საქმიანობის ეფექტურობის ხელშესაწყობად შიდა სტანდარტების შემუშავება და ტექნოლოგიური განვითარება;
- ბიუროს თანამშრომლებისათვის განსაზღვრული ეთიკისა და ქცევის წესების შესრულების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
- საჭიროების შემთხვევაში, ბიუროს თანამშრომელთა საქმიანობის ეფექტიანობის კვლევა და შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
- დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.