მხილების, ინტერესთა შეუთავსებლობისა და რისკების შეფასების დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
- კანონის შესაბამისად, მამხილებლის დაცვის და ამ სფეროსთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება;
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის 203 მუხლის შესაბამისად განხორციელებული მხილების შესახებ ინფორმაციის მიღება და კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება;
- მამხილებელთა განცხადებების გაანალიზება კორუფციული რისკების შეფასებისა და კორუფციის პრევენციის შესახებ წინადადებების შემუშავებისათვის;
- მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ შესაბამისი წინადადებების შემუშავება, მამხილებლის დაცვის საკითხებზე სათანადო რეკომენდაციების გაცემა და კანონის შესაბამისად ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელება;
- საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამისი წინადადებების შემუშავება;
- კორუფციული რისკების შეფასების მეთოდოლოგიის შემუშავება და კორუფციის რისკის მეთოდოლოგიით შეფასების წესების დადგენა. ამ მიზნებისათვის შესაბამის უწყებებთან კოორდინაცია, მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვა, შესწავლა და ანგარიშების მომზადება;
- კორუფციული რისკების შეფასების შედეგად გამოვლენილ საკითხებზე შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება;
- დეპარტამენტის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.