ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ბავარიის მიწის სახელმწიფო კანცელარიის, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ქვეყნებში, საერთაშორისო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელს ქაროლინ შვარცსა და ევროპულ და საერთაშორისო საქმეებში ოფიციალურ მრჩეველს იულიენ ლიუბესს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ბავარიის გამოცდილება განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო კორუფციის პრევენციის მიმართულებით გამჭვირვალობისა და ღიაობის მექანიზმების როლს.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებსა და მხარდაჭერაზე.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: გიორგი ხუბუა, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კვლევების მიმართულებით; ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი და მარიამი კეპულაძე, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი.