ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის სამუშაო ვიზიტი ესპანეთში

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფება.

9 ნოემბერს, შეხვედრა გაიმართა კატალონიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის დირექტორ მიგელ ანხელ ხიმენო უბეროსთან. თაღლითობასთან ბრძოლის ოფისი ესპანეთში მოწინავე პოზიციას იკავებს კორუფციული გამოძიების საქმეების რაოდენობით, საკანონმდებლო ცვლილების შეთავაზებისა და პოლიტიკის აქტიური შემუშავების კუთხით.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. აქცენტი გაკეთდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შემუშავება, უწყებებში რისკების შეფასების მექანიზმის დანერგვა და სხვა.

შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, მნიშვნელოვანი მიმართულებები და სამომავლო შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ხოსე სანტიაგო ტორეს პრიეტო, Torres & Oliva Legal Advisory-ის დირექტორი; ვასილ ბაბლუანი, ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველი.