საჯარო ინტერესებისთვის უპირატესობის მინიჭება და საჯარო უფლებამოსილებების კეთილსინდისიერად გამოყენება, უზრუნველყოფს გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას საჯარო სექტორში, რაც ზრდის საზოგადოების ნდობას საჯარო ინსტიტუტების მიმართ.
2024 წლის 10 აგვისტოდან ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი გაფართოვდა და მოიცავს საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხების მართვას.
ანტიკორუფციულ ბიუროში შეიქმნა ეთიკისა და კეთილსინდისიერების მართვის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ფუნქციებია:
- ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება და მათი შესრულების მონიტორინგი;
- შესაბამისი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
- საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ნორმების დაცვის არსებული მექანიზმების შეფასება, სათანადო რეკომენდაციების გაცემა და მათი შესრულების მონიტორინგი;
- საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკის შესწავლა და შესაბამისი კვლევების ჩატარება;
- საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების ნორმების დარღვევაზე ინფორმაციის მოძიების მეთოდოლოგიის შემუშავება;
- საჯარო სამსახურში კეთილსინდისიერების რისკების შეფასება;
- საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელება მათ შორის, კონფიდენციალური კონსულტაციების გაწევა;
- საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მოძიება და შესაბამისი წინადადებების მომზადება;
- კეთილსინდისიერების საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ანალიზი.