ანტიკორუფციული განათლების ცენტრის ძირითადი ამოცანებია:
- კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის მიზნით გასვლითი საინფორმაციო-საკონსულტაციო, საგანმანათლებლო და სხვა ღონისძიებების განხორციელება;
- ბიუროს თანამშრომლების პროფესიული განვითარების მიზნით სასწავლო პროგრამების/ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება;
- ანტიკორუფციული განათლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება;
- ანტიკორუფციული განათლების სტრატეგიის გეგმის შედგენისათვის სექტორული პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით კვლევების ჩატარება;
- ანტიკორუფციულ საკითხებზე სამუშაო შეხვედრების, ბენჩ-ბარების, მრგვალი მაგიდებისა და ა.შ. ორგანიზება;
- სტაჟირების პროგრამების დანერგვა;
- ცენტრის დებულებით, ბიუროს უფროსის დავალებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.