ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომში - ბიურო) ადმინისტრაციული დეპარტამენტი არის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ბიუროს ეფექტური მართვისა და ხელმძღვანელობის ხელშეწყობა.
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითადი ამოცანებია:
- ადამიანური რესურსების მართვა;
- დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
- საჯარო ინფორმაციის გაცემა;
- საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება და კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა;
- ბიუროს, როგორც შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირების ეფექტიანი უზრუნველყოფა;
- ბიუროს სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირება;
- ბიუროს მიერ დადებული ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლი;
- საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, შესყიდვის საშუალების შერჩევა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
- სახელმწიფო შესყიდვასთან დაკავშირებული საკითხების შეთანხმება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან;
- სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება;
- ბიუროს ელექტრონული უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
- კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.