ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს ეროვნულ უნივერისტეტ სეუსთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში. პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება. საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა: ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენერები, ჩაატარებენ საჯარო ლექციებს/ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე: ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში ადმინისტრაციული მართვის კულტურა. ევროპული პერსპექტივა და ქართული გამოწვევები პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულება ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება/თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უზრუნველყოფა/მონიტორინგი ეთიკა და კეთილსინდისიერება მხილება საჯარო სამსახურში და გამოძიება ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია კორუფციული რისკების შეფასება საზაფხულო სკოლის პერიოდი: 2024 წლის 12 -16 აგვისტო. ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა ჩატარდება ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა არის უფასო, ყველა ხარჯი, მათ შორის, ტრანსპორტირება (თბილისი-ყვარელი), სასტუმროში განთავსება და კვება სრულად დაფინანსდება ორგანიზატორების მიერ. პროექტში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს და/ან კურსდამთავრებულს, რომელიც: არის18-25 წლამდე ასაკის ფლობსსახელმწიფოენას ფლობსინგლისურენას B2 დონეზე დაინტერესებულიაანტიკორუფციულისამართლის საკითხებით აქვსსაზაფხულოსკოლის აქტივობებზე სრულად დასწრების შესაძლებლობა განაცხადების მიღების პერიოდი: 2024 წლის 23 ივლისიდან ამავე წლის 29 ივლისის ჩათვლით. სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/EaMqHjrvs2hR3AB88 გაითვალისწინეთ, კონკურსანტმა რეგისტრაციის შემდგომ ელექტრონულ მისამართზე Summerschoolacb@gmail.com უნდა წარმოადგინოს შემდგომი დოკუმენტაცია: ცნობა უნივერსიტეტიდან ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი აკადემიური მოსწრების შესახებ CV/რეზიუმე ფერადი ფოტოსურათი 3/4 ინგლისური ენის ფლობის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). კონკურსის ეტაპები: ა) განაცხადების გადარჩევა ბ) გასაუბრება ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ 20 მონაწილე. კომისია გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს საუკეთესო კონკურსანტს, მაღალი აკადემიური მოსწრების, უნარ-ჩვევების და სამოტივაციო წერილის გათვალისწინებით. პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები. გისურვებთ წარმატებას!
გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ, როგორც აღვნიშნავდით, კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანგარიშები გამოქვეყნდა საერთაშორისო პროცედურების შესაბამისად და საჯაროდ ხელმისაწვდომია. საქართველო წლების განმავლობაში თანამშრომლობს GRECO-თან და ანტიკორუფციული რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებლის მიხედვით ერთ-ერთ მოწინავე სახელმწიფოს წარმოადგენს. GRECO-მ დაასრულა შეფასების მე-4 რაუნდი, ხოლო შეფასების მე-5 რაუნდი ამ ეტაპზე მიმდინარეა. შეფასების მე-4 რაუნდის თანახმად, 16 რეკომენდაციიდან შესრულდა 15 რეკომენდაცია, საიდანაც სრულად შესრულებულად ჩაითვალა 9, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულად - 6. შესრულების მაჩვენებლით საქართველო უსწრებს შემდეგ ქვეყნებს: საფრანგეთი, პოლონეთი, იტალია, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მალტა, სლოვაკეთი, სომხეთი, ბელგია, დანია. რაც შეეხება GRECO-ს შეფასების მე-5 რაუნდს, აღნიშნული 2 ეტაპისგან შედგება. პირველ ეტაპზე ხდება რეკომენდაციების შემუშავება, ხოლო მომდევნო ეტაპი ითვალისწინებს რეკომენდაციების შესრულების შეფასებას. საქართველოს მიმართ გაცემული რეკომენდაციების შეფასება განხორციელდება 2025 წელს. შეფასების მე-5 რაუნდში GRECO-მ დადებითად შეაფასა ქვეყნის მიერ განხორციელებული ანტიკორუფციული რეფორმები. აღინიშნა, რომ საქართველოში ქონებრივი დეკლარაციების სისტემა მუშაობს გამართულად, გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით. GRECO-ს მე-5 რაუნდის რეკომენდაციები შემუშავდა 2024 წლის მარტში. როგორც GRECO-ს, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, მიმდინარე წლის მაისში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, გაიზარდა ანტიკორუფციული ბიუროს ოპერაციული ეფექტიანობა. ანტიკორუფციული ბიურო აქტიურად აგრძელებს GRECO-ს რეკომენდაციების შესრულების კოორდინაციას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე. აქვე გვსურს მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ სახელმწიფო უწყებას, რომელიც ჩართული იყო GRECO-თან ანგარიშგების პროცესში. შეფასების მე-4 რაუნდის ანგარიში ხელმისაწვდომია აქ: https://shorturl.at/mAP5u შეფასების მე-5 რაუნდის ანგარიში ხელმისაწვდომია აქ: https://shorturl.at/QbfEv
საზოგადოებისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, გვსურს გამოვეხმაუროთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ (შემდგომში-TI) მიერ ანტიკორუფციულ ბიუროსთან დაკავშირებით არაერთხელ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას. საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს შევახსენებთ, რომ TI-ის მხრიდან რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი ანტიკორუფციულ ბიუროსთან მიმართებით ფაქტებით მანიპულაციასა და დეზინფორმაციის გავრცელებას, მათ შორის, 2024 წლის 26 აპრილს, TI-მა გაავრცელა ინფორმაცია, ანტიკორუფციული ბიუროს მიერ კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) ანგარიშის დამალვასთან დაკავშირებით (იხ. https://shorturl.at/W85y2). კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ 2024 წლის 22 მარტს, 96-ე პლენარულ სხდომაზე, ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს ქვეყნის მზაობა, გონივრულ ვადაში გამოექვეყნებინა ქართულ ენაზე თარგმნილი ანგარიში, რაც ასახულია GRECO-ს 2024 წლის 22 მარტის გადაწყვეტილებაში. აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად, სათანადო პროცედურების დაცვით, მე-4 რაუნდის მეორე შესაბამისობის ანგარიში უკვე თარგმნილი და გამოქვეყნებულია GRECO-ის ოფიციალურ ვებგვერდზე. რაც შეეხება მე-5 რაუნდის შეფასების ანგარიშს, ოფიციალური თარგმანი გადაგზავნილია GRECO-ის სამდივნოსთვის, რომლის გამოქვეყნება მათი კომპეტენციაა. ხსენებულ საკითხზე TI-მა ანტიკორუფციულ ბიუროსთან გადამოწმების გარეშე, ცალმხრივად და მიკერძოებულად გამოაქვეყნა ცრუ ინფორმაცია. რაც შეეხება 2024 წლის 05 ივლისს, TI-ის მიერ ანტიკორუფციული ბიუროსთან დაკავშირებით გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას, თითქოს ანტიკორუფციული ბიურო მალავს თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის შედეგებს, სიმართლეს არ შეესაბამება. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, თანამდებობის პირების მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების უზრუნველყოფისა და წარდგენილი დეკლარაციების მონიტორინგის ფუნქცია ანტიკორუფციულ ბიუროს 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან გადაეცა. თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი ხორციელდება კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით (იხ. საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ მუხლი 181(7)). მონიტორინგის პროცესი, მათ შორის, მოიცავს მონიტორინგის შედეგების აღსრულების ნაწილს, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. ამასთან, მონიტორინგის პროცესი შეეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირის, არამედ მისი ოჯახის წევრების პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, კონფიდენციალურობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპების გათვალისწინებით, მონიტორინგის შედეგები, წარმოების ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ, აისახება ბიუროს საქმიანობის 2024 წლის ანგარიშში. გვინდა განვაცხადოთ, რომ ანტიკორუფციული ბიურო, ღიაობის პრინციპის დაცვით, მზადაა კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის, არასამთავრობო სექტორთან, აკადემიურ წრეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ქვეყნის ანტიკორუფციული პოლიტიკა განისაზღვრება შემდეგი პოლიტიკის დოკუმენტებით − კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის დოკუმენტით, ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიითა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმით, რომლებიც განსაზღვრავენ არსებული გამოწვევების დაძლევისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების გაძლიერების გზებს. ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა უნდა შემუშავდეს და დამტკიცდეს „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილების შესაბამისად. საგულისხმოა, რომ ბიუროს უფროსის 2023 წლის 3 აგვისტოს №2 ბრძანებით ცვლილება განხორციელდა ბიუროს დებულებაში და სტრატეგიული მართვის დეპარტამენტი გარდაიქმნა ანტიკორუფციული პოლიტიკის დეპარტამენტად, რათა ამ დეპარტამენტის საქმიანობა ფოკუსირებული იყოს მხოლოდ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მისი შესრულების მონიტორინგზე. ამჟამად დაწყებულია სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა, მიმდინარეობს როგორც დაინტერესებული მხარეების იდენტიფიცირება, ისე წინა სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ანალიზი და შეფასება. ხაზგასასმელია, რომ ანტიკორუფციული პოლიტიკის მომზადების პროცესი იქნება საჯარო და უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებული მხარეების ჩართულობა, ხოლო დამტკიცებული სტრატეგიის დოკუმენტი ოფიციალურ გამოქვეყნებასთან ერთად, განთავსდება ბიუროს ვებგვერდზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისი მაქსიმალური ხელმისაწვდომობა.
ვრცლად2023 წლის 31 მარტს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური წარდგენა ეროვნული და საერთაშორისო დაინტერესებული მხარეებისთვის. შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრთა კაბინეტის წევრები, სხვადასხვა საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელები, საელჩოების წარმომადგენლები და ა.შ.
შეხვედრა გახსნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. ბიუროს უფრომა, რაჟდენ კუპრაშვილმა ისაუბრა ბიუროს სამომავლო გეგმებზე და პრიოტიტეტებზე.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენს შეხვდა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის ანტიკორუფციული სააგენტოს დელეგაციის წევრებს შეხვდა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ინტერაქციული შეხვედრა წარმართა თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებისათვის