ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ფინანსური კონტროლისა და კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს გენერალურ დირექტორს სულტუნზოდა სულაიმონ საიდსთან შეხვედრა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, ტაჯიკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ფინანსური კონტროლისა და კორუფციასთან ბრძოლის სააგენტოს გენერალურ დირექტორს სულტუნზოდა სულაიმონ საიდს შეხვდა.
 
მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებული გამოწვევები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს.
 
როგორც ტაჯიკეთის რესპუბლიკის მხარემ აღნიშნა, საქართველო რეგიონში „კორუფციის დაბალი დონით“ პირველ ადგილს იკავებს, შესაბამისად მათთვის საქართველოს ანტოკორუფციული ბიუროს მხრიდან გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.
 
მხარეები სამომავლო თანამშრომლობის მიზნით სამუშაო ვიზიტსა და მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.