ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენელს მაია ჯორჯიკიას შეხვდა, რომელიც პროექტის - „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესის გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“, უფროსი ოფიცერია.
შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა პროექტის უფროს ოფიცერს ბიუროში მიმდინარე პროექტებისა და განსახორციელებელი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და იმ ერთობლივი პროექტების შესახებ იმსჯელეს, რომლის განხორციელებასაც ანტიკორუფციული ბიურო და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში გეგმავენ.
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად რაჟდენ კუპრაშვილი დაინიშნა
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა რაჟდენ კუპრაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს დებულება დაამტკიცა
შეხვედრა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დირექტორის მოადგილე დავით ღონღაძესთან