ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შეხვედრა ავსტრიის ელჩთან

18 აგვისტოს, „ანტიკორუფციული ბიუროს“ უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, ავსტრიის ელჩს საქართველოში, ბატონ რობერტ გერშნერს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა, ასევე „ფარას“ და „გრანტების შესახებ“ კანონის აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კანონის უზენაესობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის თანმიმდევრული და სამართლიანი აღსრულება არის დემოკრატიის აუცილებელი სტანდარტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სამართლიან და გამჭვირვალე პროცესებს ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

შეხვედრის ბოლოს, მხარეები ორმხრივ თანამშრომლობასა და პარტნიორობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ერვინ კიუნცი - მრჩეველი და გიორგი ბაღდავაძე - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი.