ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მმართველობის საკითხებში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწეს შენონ გრინს შეხვდა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, USAID-ის ადმინისტრატორის თანაშემწე ეცნობა ადგილობრივი მისიის პროგრამებს დემოკრატიისა და მმართველობის სფეროში.
შეხვედრაზე ანტიკორუფციული ბიუროს ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და დიგიტალიზაციის მნიშვნელობის განხილვას კორუფციასთან ბრძოლის პროცესში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ანალიტიკოსები ივანე ჩოგოვაძე და გიორგი ბაღდავაძე; USAID-ის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში ადმინისტრატორის თანაშემწის მოადგილე ალექსანდერ სოკოლოვსკი; ჯონ პენელი, მისიის ხელმძღვანელი,USAID/საქართველო; ნიკ დეტში, USAID-ის რეგიონული კოორდინატორი; USAID-ის დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოადგილე ლიზა კოვაკი; ლინა პანტელეევა, DRG ოფისის მმართველობის სპეციალისტი.