ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შერჩევისათვის დამოუკიდებელი კომისიის შექმნის შესახებ ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილება

წლის განმავლობაში შესამოწმებელ თანამდებობის პირთა შერჩევისათვის დამოუკიდებელ კომისიაში გაწევრების პირობები

 

წლის განმავლობაში შესამოწმებელი თანამდებობის პირთა შერჩევისათვის დამოუკიდებელ კომისიაში გაწევრების მიზნით, სსიპ - ანტიკორუფციული ბიურო იწვევს აკადემიური წრეების წარმომადგენლებს.

„შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2017 წლის 14 თებერვლის №81 დადგენილებით დამტკიცებული მე-8 მუხლის თანახმად აკადემიური წრის წარმომადგენელი კომისიის წევრი უნდა იყოს პირი:

ა) რომელიც არ არის „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თანამდებობის პირის ოჯახის წევრი ან/და ახლო ნათესავი;

ბ) რომლის მიმართ არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა/არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

გ) რომელიც არ არის სახელმწიფო ან საჯარო მოსამსახურე.

 

ერთი და იგივე პირი კომისიის წევრად არ შეიძლება არჩეულ იყოს ზედიზედ 2-ჯერ.

კომისიაში გაწევრების მსურველი კანდიდატების განცხადება, ასევე ინფორმაცია/დოკუმენტაცია კანდიდატის ან ზემოაღნიშნულ პირობებთან შესაბამისობის შესახებ, უნდა გაიგზავნოს სსიპ - ანტიკორუფციული ბიუროს ოფიციალური ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@acb.gov.ge არაუგვიანეს 2025 წლის 24 ნოემბრისა.

იხ.

ბრძანების დანართი

ბრძანება

დადგენილება