ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

შეხვედრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ირლანდიის აღმასრულებელ დირექტორთან

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ირლანდიის აღმასრულებელ დირექტორს, ჯონ დევიტს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო კორუფციასთან ბრძოლის პროცესში არსებულ გამოწვევებსა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობას.
 
მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.