ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

შეხვედრა იტალიის კვლევითი ცენტრის „Terrutoria house“-ის ექსპერტებთან

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წევრ სახელმწიფოთა მეათე კონფერენციის (UNCAC COSP) ფარგლებში, იტალიის კვლევითი ცენტრის „Terrutoria house“-ის ექსპერტებს პაოლო ბერტაჩინისა და საბრინა ვეტოზატოს შეხვდა.
 
ექსპერტებმა ბიუროს წარმომადგენლებს თავიანთი საქმიანობა და ძირითადი მიმართულებები გააცნეს. მხარეებმა კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
 
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.