ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი გერმანიის საელჩოს ეკონომიკისა და პრესის განყოფილების პირველ მდივანს სარა ცილონკას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობასა და სამომავლო გეგმებს. აქცენტი გაკეთდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები, მამხილებელთა დაცვის მექანიზმების შემუშავება, უწყებებში რისკების შეფასების მექანიზმის დანერგვა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გამართვა და სხვ.
მხარეები სამომავლო მხარდაჭერასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ბიუროს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ კორუფციის პრევენციის მიმართულებით ბიურო მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.