ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
2 ოქტომბერს, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კორუფციის პრევენციისა და გამჭვირვალობის გაძლიერებას, აგრეთვე, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების საკითხებს. ხაზი გაესვა ინსტიტუციური თანამშრომლობის აუცილებლობას ისეთ თემაზე მუშაობისას, როგორიცაა მამხილებელთა დაცვის მექანიზმის გაძლიერება.
გარდა ამისა, შეხვედრისას სახალხო დამცველს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისა“ (ფარა) და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონების აღსრულების საკითხებზე.