ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
2 ოქტომბერს, საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი, რაჟდენ კუპრაშვილი, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელს, ზაზა ვაშაყმაძეს შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს გრანტების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი - ბესიკ ვეკუა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - დავით დავითაშვილი.
შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ. ყურადღება გამახვილდა გრანტების გაცემის პროცესების გამჭვირვალობისა და მართვის საკითხებზე.