ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული კვირეულის ფარგლებში, ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრები გამართეს აბაშისა და ოზურგეთის მერიის თანამშრომლებთან.
 
შეხვედრები განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) ფარგლებში, რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.