ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე. მხარეებმა ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების პროცესში სამინისტროსა და ბიუროს თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამუშაო მიმართულებები. მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.