ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 98-ე პლენარული სხდომა

დღეს, კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 98-ე პლენარულ სხდომაზე გაიმართა მოსმენა საქართველოში წინა საარჩევნო გარემოსა და ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ.
 
49 სახელმწიფოს წარმომადგენელს გავაცანით ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
 
დეზინფორმაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზა არის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს უშუალოდ წარვუდგინოთ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ობიექტური ფაქტები.
 
მადლობას ვუხდით GRECO-ს პრეზიდენტს, მარინ მრცელას, სამდივნოსა და წევრი სახელმწიფოების დელეგაციებს კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის.
 
ბიუროს სიტყვა ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/nLO7M
 
პრეზენტაცია და მტკიცებულებები იხ.: https://shorturl.at/QggOH