ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციულმა ბიურომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრთან თანამშრომლობით, გამართა კონფერენცია თემაზე „ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობა რისკების შეფასებისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებით“.
 
შეხვედრა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველმა მოადგილემ − თამთა კაჭკაჭიშვილმა, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ − მიხეილ დუნდუამ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარემ − ლევან რაზმაძემ გახსნეს.
 
კონფერენციის ფარგლებში ისაუბრეს კორუფციის რისკების შეფასებაზე, ანტიკორუფციული გარემოს ხელშეწყობასა და პრევენციული მექანიზმების გაძლიერებაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერები, შიდა აუდიტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლები.
 
კონფერენცია განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით, პროექტის „კარგი ფინანსური მმართველობა ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ (GFG) ფარგლებში,რისთვისაც მადლობას ვუხდით მათ.