ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

კანადის საერთაშორისო დანაშაულისა და ტერორიზმის ბიუროს დირექტორ დებორა გომეს-შულთსთან შეხვედრა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის წევრ სახელმწიფოთა მეათე კონფერენციის (UNCAC COSP) ფარგლებში, კანადის საერთაშორისო დანაშაულისა და ტერორიზმის ბიუროს დირექტორს დებორა გომეს-შულთს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ჯანდაცვისა და საპენსიო მიმართულებით კორუფციის რისკების შეფასების პროცესები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო ინვესტიციების განხორციელების სფეროში კორუფციისგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბებას.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.