ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

გაიმართა შეხვედრა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილთან

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.

მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის ფორმატისა და კოორდინაციის მექანიზმების ჩამოყალიბების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი.