ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

გაიმართა ბიუროს უფროსის შეხვედრა საქართველოს გენერალურ პროკურორთან

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს შეხვდა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ანტიკორუფციული მიმართულების შესაძლებლობების შემდგომი გაძლიერება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ასევე, მხარეებმა ისაუბრეს გამოძიების პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა-გამოყენებასა და ადამიანური რესურსების განვითარებაზე.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და სამომავლო გეგმები დასახეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს უფროსი გიორგი გოჩაშვილი.