ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ვაშინგტონში, მსოფლიო ბანკის ჯგუფის ანტიკორუფციული განვითარების გლობალური ფორუმის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის მმართველობის უფროს სპეციალისტს დანიელა ფელკმანსა და მსოფლიო ბანკის მმართველობის გლობალურ პრაქტიკაში, ევროპისა და ცენტრალური აზიის (ECA) პრაქტიკის მენეჯერს დანიელ ბოისის შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ანტიკორუფციული ბიუროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს. ხაზი გაესვა, საქართველოში კორუფციის პრევენციის მიზნით, მსოფლიო ბანკის ჯგუფთან პარტნიორობის მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი და ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე.