ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციის მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 96-ე პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გამართა

ანტიკორუფციულმა ბიურომ კორუფციის მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 96-ე პლენარულ სხდომასთან დაკავშირებით საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.
 
2024 წლის 18-22 მარტს იმართება კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) 96-ე პლენარული სხდომა, სადაც განიხილება საქართველოს მე-4 რაუნდის შესრულების შეფასება, მე-5 რაუნდის განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების დამტკიცება.
 
კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) მე-5 რაუნდი შეეხება კორუფციის პრევენციას მაღალი აღმასრულებელი თანამდებობის პირებსა და სამართალდამცავ უწყებებში.
 
შეხვედრაზე განიხილეს მე-5 რაუნდის ფარგლებში, შესასრულებლად გაცემული რეკომენდაციების შინაარსი, შესაბამისობა და მიზნობრიობა.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, საქართველოს პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საჯარო სამსახურის ბიუროს წარმომადგენლები.