ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებთან

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლებს, მმართველობისა და ადამიანური კაპიტალის მიმართულების ხელმძღვანელს კოლომბე დე მერსისა და პოლიტიკის, პრესისა და ინფორმაციის განყოფილების ოფიცერს, ოლიკო შერმადინს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიუროს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებს. ასევე, ხაზი გაესვა ბიუროს ეფექტიან ფუნქციონირებაში ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობას.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი.