ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი კანადის საელჩოს პირველ მდივანს, კეტრინ პორტერს შეხვდა.
შეხვედრაზე ბიუროს უფროსმა ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიურო საერთაშორისო პარტნიორებთან მუდმივ კონსულტაციებსა და სამუშაო შეხვედრებს გამართავს. საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ბიუროს მთავარ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებს.
მხარეებმა განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მამხილებელთა დაცვის მექანიზმის გაძლიერება, ცნობიერების ამაღლების კუთხით საინფორმაციო კამპანიების ორგანიზება, ეფექტური ანტიკორუფციული პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტისა და სტრატეგიის შექმნა.
საუბრისას ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობაზე. რაჟდენ კუპრაშვილის თქმით, ანტიკორუფციული ბიურო მიესალმება კანადის მხარდაჭერასა და მასთან აქტიურ თანამშრომლობას.
ბიუროს უფროსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორი რეფორმების განსახორციელებლად უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობა და მათი პრაქტიკის გაზიარება.