ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ ატლანტაში, გლობალური პროგრამებისა და პოლიტიკის ოფისის დირექტორს, მდივნის მოადგილის თანაშემწეს მარგარეტ ნარდს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ანტიკორუფციული ბიუროს პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოში კორუფციასთან ბრძოლის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებს. ხაზი გაესვა, საქართველოში კორუფციის პრევენციის მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.