ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია გაეროს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) მეათე სესიის სხდომას ესწრება

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის რაჟდენ კუპრაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაცია გაეროს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) მეათე სესიის სხდომას ესწრება.
 
2023 წლის 11 დეკემბერს, გაეროს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) მეათე სესიის პრეზიდენტად რიჩარდ ნეფიუ აირჩიეს.
 
კონფერენციის ფარგლებში, ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები პანელურ დისკუსიაში იღებენ მონაწილეობას და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს ახორციელებენ.
 
საქართველოს დელეგაციას წარმოადგენენ: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში, საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში, ქეთევან ციხელაშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა; საქართველოს სრულუფლებიანი და მუდმივი დესპანი ავსტრიაში, მუდმივი წარმომადგენელი ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ვენაში, ია ლომიძე; ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი, გიორგი ბაღდავაძე; ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი, ეუთოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ვენაში, სალომე ვეკუა.