ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!
ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ანტიკორუფციული ბიუროს სამომავლო გეგმებსა და მიმართულებებს. ბიუროს უფროსმა USAID-ის წარმომადგენლებს სამსახურის სტრუქტურა, თითოეული დეპარტამენტის ფუნქცია და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები გააცნო.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამის წარმომადგენლებთან შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
მხარეები სამომავლო მხარდაჭერასა და თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ბიუროს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ კორუფციის პრევენციის მიმართულებით ბიურო მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწევს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანა გვენეტაძე, მმართველი ინსტიტუტების მიმართულების ხელმძღვანელი, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა; ანი ახალკაცი, ჩვენი სამოქალაქო ჩართულობის მიმართულების ხელმძღვანელი; ირინა არაბიძე, საზედამხედველო ინსტიტუტების მიმართულების ხელმძღვანელი, USAID-ის საჯარო მმართველობის პროგრამა; მარიამ დავითაშვილი, პოლიტიკის და რეფორმის სპეციალისტი, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროექტი - საჯარო მმართველობის პროგრამა.