ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის სტრუქტურა და ძირითადი მიმართულებები. ყურადღება გამახვილდა კორუფციის პრევენციის, კორუფციული საქმეების გამოძიებასა და მამხილებელთა დაცვის მექანიზმებზე.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ: მიგელ ანხელ ხიმენო უბერო, კატალონიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის დირექტორი; ოსკარ როკა საფონი, დირექტორი პრევენციის მიმართულებით; ჯორდი ტრეს ვილადომა, პრევენციის დეპარტამენტის სასწავლო განყოფილების უფროსი; მანელ დიას ესპინეირა,საგამოძიებო და ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი; ბეგონია ბაივე, დირექტორის თანაშემწე; ხოსე სანტიაგო ტორეს პრიეტო, Torres & Oliva Legal Advisory დირექტორი; ვასილ ბაბლუანი, ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველი.