ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი UNODC-ს რეგიონულ მრჩეველ ალიაქსანდრ ვაძიანს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულთან ბრძოლის ოფისის (UNODC) ფულის გათეთრების, დანაშაულის შედეგად მიღებული შემოსავლებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ გლობალური პროგრამის ფარგლებში, UNODC-ს რეგიონულ მრჩეველ ალიაქსანდრ ვაძიანს შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში განისაზღვრა ანტიკორუფციული ბიუროს საჭიროებები და პრიორიტეტები. მხარეები, ფულის გათეთრებისა და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ეროვნული სისტემის გაძლიერების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე და UNODC-ს აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ფულის გათეთრებისა და ფინანსური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული პროგრამის მენეჯერი ნინა კურიაჩაია.