ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი თბილისის მერს კახი კალაძეს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი თბილისის მერს კახი კალაძეს შეხვდა.
 
შეხვედრაზე ბიუროს მთავარი ამოცანები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
 
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ხაზი გაესვა ხელისუფლების კოორდინირებული ძალისხმევის მნიშვნელობას ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში.