ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე რაჟდენ კუპრაშვილმა სახალხო დამცველს ახლად შექმნილი ანტიკორუფციული ბიუროს სამუშაო სტრატეგია, ძირითადი მიმართულებები და გეგმები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო სახალხო დამცველის აპარატის მანდატსა და ორი ინსტიტუციის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის, სახალხო დამცველი დაინტერესდა საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავების საკითხსა და მამხილებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით დაგეგმილ საქმიანობაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; სახალხო დამცველის პირველი მოადგილე თამარ გვარამაძე.