ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ქალაქ ატლანტაში გამართულ გაეროს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) ფარგლებში, რუმინეთის გენერალურ პროკურორს ალექს ფლორენტას, რუმინეთის იუსტიციის მინისტრს ალინა გორგჰიუს და რუმინეთის ეროვნული კეთილსინდისიერების სააგენტოს პრეზიდენტს ფლორინ-იონელ მოისეს შეხვდა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და რუმინეთის ანტიკორუფციულ პოლიტიკაზე ისაუბრეს.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობასა და შეხვედრაზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.