ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს ნიდა გრუნსკიენს შეხვდა.

შეხვედრა ქალაქ ვილნიუსში, ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის ოფისში გაიმართა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს კორუფციასთან ბრძოლის სტრატეგიები და საერთო გამოწვევები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მამხილებელთა დაცვის მექანიზმების გაძლიერებას. სწორედ ამ მიზნით, მხარეები ურთიერთნამაშრომლობის მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ლიეტუვის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილე გინტას ივანიუსკასი; ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილე ანა კალანდაძე; და დელეგაციის წევრები: ქეთევან მურადაშვილი; მამუკა ღვინიაშვილი და გიორგი ბაღდავაძე.