ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, ინგლისური სამართლის ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდა.
ბიუროს უფროსმა ისაუბრა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატსა და ძირითად მიმართულებებზე.
მხარეებმა განიხილეს სასამართლო სისტემაში თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსებისა და მონიტორინგის კუთხით საქართველოსა და დიდ ბრიტანეთში არსებულ მოდელებზე.
როგორც ბიუროს უფროსმა აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება ანტიკორუფციული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მნიშვნელოვანია.
შეხვედრას ესწრებოდნენ მოსამართლეები ჯორნ მაკენდრიკი და ანტონი მეტცერი; დიდი ბრიტანეთის Parker Russell International-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯეისონ პარკერი; სამოქალაქო საქმეთა ადვოკატი რუსლან უგრეხელიძე; ადვოკატები ჰენრი მეინვორნინგი, ალექს ჰაინესი, ბარი კულტერი,ოლივერ პაუელი, ჰენრი რიდი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჭეხანი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ანალიტიკური და საკომიტეტო საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი თამთა დევდარიანი; ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსი ივანე ჩოგოვაძე.