ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს სოსო რამიშვილს შეხვდა

სსიპ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსს სოსო რამიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საგამოძიებო სამსახურის საქმიანობას, არსებულ გამოწვევებს, ბოლო პერიოდში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებსა და გასულ წელს მიღწეულ შედეგებს. მხარეებმა ასევე ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ყურადღება გამახვილდა საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მიმართულებით ორ უწყებას შორის თანამშრომლობის გააქტიურებაზე. მხარეები სამომავლო თანამშრომლობის კონკრეტულ მიმართულებებზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები: თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეები: ვახტანგ ფარესიშვილი და ვაჟა ფანოზიშვილი; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან ძნელაძე.