ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდა.
 
შეხვედრაზე განიხილეს ანტიკორუფციული ბიუროს შიდა სტრატეგიის სამუშაო პროცესი.
 
ყურადღება გამახვილდა მამხილებელთა დაცვის, ინტერესთა შეუთავსებლობის, კორუფციული რისკების შეფასებისა და ბიუროს მანდატს მიკუთვნებულ სხვა სფეროებზე.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ნადეჟდა პლამადეალა, ეკონომიკური დანაშაულისა და თანამშრომლობის სამმართველოს (ECCD) აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების პროექტის უფროსი ოფიცერი; თეა ზარნაზე, ევროპის საბჭოს „საქართველოში კორუფციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების პრევენციისა და ბრძოლის ინსტიტუციური და ოპერატიული ჩარჩოების კონსოლიდაცია და გაძლიერება“ პროექტის უფროსი ოფიცერი.