ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის (Needs Assessment Mission) წარმომადგენლებს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) საჭიროების შემფასებელი მისიის (Needs Assessment Mission) წარმომადგენლებს შეხვდა.
 
ვიზიტის მიზანია ქვეყანაში წინასაარჩევნო გარემოსა და საპარლამენტო არჩევნების მოსამზადებელი პროცესის შეფასება.
 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის მიმართულებით არსებული საკითხები, მათ შორის დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, აღნიშნულ პროცესში არსებული გამოწვევები და მათი მოგვარების გზები.
 
ასევე, საუბარი შეეხო მონიტორინგის შედეგების გამჭვირვალობასა და საარჩევნო პერიოდში ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას.
მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
 
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მოადგილეები თამთა კაჭკაჭიშვილი და ანა კალანდაძე; პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან მურადაშვილი; თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა; პოლიტიკური პარტიების ფინანსური ანალიზის მენეჯერი შალვა გედეხაური; ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე; საარჩევნო დეპარტამენტის უფროსი, მეგან ფიცჯერალდი; უფროსი მრჩეველი ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიების საკითხებში, ვლადიმერ მისევი; მრჩეველი საარჩევნო საკითხებში, ქსენია დაშუწინა; ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პროგრამისა და ადმინისტრირების უფროსი ოფიცერი, ტიმ ნობლაუ.