ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი ანდალუსიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის (OAAF) დირექტორს შეხვდა

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ანდალუსიის პარლამენტში, ანდალუსიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის (OAAF) დირექტორს რიკარდო პუიოლ სანჩენს შეხვდა.
 
შეხვედრაზე მხარეებმა ანდალუსიის თაღლითობასთან ბრძოლის ოფისის სტრუქტურა და ძირითადი მიმართულებები განიხილეს. ასევე, ყურადღება დაეთმო საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს სტრატეგიული ამოცანების გაცნობასა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, მნიშვნელოვანი მიმართულებებისა და სამომავლო შესაძლებლობების განხილვას.
 
შეხვედრაზე აღინიშნა ანტიკორუფციული ბიუროს ევროპული კეთილსინდისიერებისა და მხილების უწყებათა ქსელში (NEIWA) ჩართვის შესაძლებლობა.
 
ევროპული კეთილსინდისიერებისა და მხილების უწყებათა ქსელი (NEIWA) 2019 წელს ჰააგაში დაარსდა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების „კომპეტენტურ ორგანოებს“ აერთიანებს. ქსელში გაწევრიანებული უწყებები ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ გამოცდილებას როგორც თერიოულ, ასევე პრაქტიკულ და სტრატეგიულ დონეზე.
 
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: მანუელ პერეს პინასი, დირექტორის მოადგილე იურიდიულ საკითხებში; ლუისა ვის გალვანი, დირექტორის მოადგილე გამოძიებისა და ინსპექტირების საკითხებში; ხოსე მარია მარტინეს გარსია, კადრების უფროსი; ხოსე სანტიაგო ტორეს პრიეტო, Torres & Oliva Legal Advisory დირექტორი; ვასილ ბაბლუანი, ანტიკორუფციული ბიუროს მრჩეველი.