ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები, ტექნოლოგიების მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან გერმანულ კომპანიის ,,OpenCampus Deutschland GmbH“-ის ხელმძღვანელს, კრისტენ ინგმარ ჰაისს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ბიუროს საქმიანობის გაციფრულების მიზნით, ტექნოლოგიური შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, მხარეებმა მიმოიხილეს ციფრული ტექნოლოგიების ჩართულობით ბიუროს ეფექტური საქმიანობის ზრდაზე ორიენტირებული სამომავლო პერსპექტივები.
შეხვედრას ესწრებოდნენ ანტიკორუფციული ბიუროს იურისტ-ანალიტიკოსები ივანე ჩოგოვაძე და მარიამ სავანელი, ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტი სანდრო აფხაიძე.