ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ატლანტაში გამართულ გაეროს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) მეათე სესიას ესწრებიან

ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ატლანტაში გამართულ გაეროს კონვენციის კორუფციის წინააღმდეგ მონაწილე სახელმწიფოთა კონფერენციის (UNCAC COSP) მეათე სესიას ესწრებიან.
 
კონფერენცია ყველაზე მსხვილ გლობალურ ანტიკორუფციულ გაერთიანებას წარმოადგენს. კონფერენციის მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესება და გამოცდილების გაზიარება ანტიკორუფციული პოლიტიკის განხორციელების მიმართულებით.
 
შეხვედრას ესწრებიან ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის პირველი მოადგილე თამთა კაჭკაჭიშვილი, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი ბესიკ ვეკუა, ანტიკორუფციული ბიუროს იურისტი გიორგი ბაღდავაძე.