ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში!

ანტიკორუფციული ბიუროს საზაფხულო სკოლა

ანტიკორუფციული ბიურო საქართველოს ეროვნულ უნივერისტეტ სეუსთან თანამშრომლობით აცხადებს მიღებას საზაფხულო სკოლაში.

პროექტის მიზანია საქართველოს მასშტაბით, სტუდენტებისთვის ანტიკორუფციული მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება

საზაფხულო სკოლის სასწავლო პროგრამა:

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლის ფარგლებში, საერთაშორისო და ადგილობრივი ტრენერები, ჩაატარებენ საჯარო ლექციებს/ტრენინგებს შემდეგ საკითხებზე:

  • ანტიკორუფციული რეფორმა საქართველოში
  • ადმინისტრაციული მართვის კულტურა. ევროპული პერსპექტივა და ქართული გამოწვევები
  • პოლიტიკური ფინანსების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულება
  • ეკონომიკური ინტერესების განცხადება და გამოქვეყნება/თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის უზრუნველყოფა/მონიტორინგი
  • ეთიკა და კეთილსინდისიერება
  • მხილება საჯარო სამსახურში და გამოძიება
  • ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგია
  • კორუფციული რისკების შეფასება

საზაფხულო სკოლის პერიოდი2024 წლის 12 -16 აგვისტო.

ანტიკორუფციული საზაფხულო სკოლა ჩატარდება ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა არის უფასო, ყველა ხარჯი, მათ შორის, ტრანსპორტირება (თბილისი-ყვარელი), სასტუმროში განთავსება და კვება სრულად დაფინანსდება ორგანიზატორების მიერ.

პროექტში მონაწილეობა და დაშვების კრიტერიუმები

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის/მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტს და/ან კურსდამთავრებულს, რომელიც:

  • არის18-25 წლამდე ასაკის
  • ფლობსსახელმწიფოენას
  • ფლობ სინგლისურ ენას B2 დონეზე
  • დაინტერესებულიაანტიკორუფციულისამართლის საკითხებით
  • აქვს საზაფხულო სკოლის აქტივობებზე სრულად დასწრების შესაძლებლობა

განაცხადების მიღების პერიოდი: 2024 წლის 23 ივლისიდან ამავე წლის 29 ივლისის ჩათვლით.

სარეგისტრაციო ბმული: იხილეთ მისამართზე

გაითვალისწინეთ, კონკურსანტმა რეგისტრაციის შემდგომ ელექტრონულ მისამართზე Summerschoolacb@gmail.com უნდა წარმოადგინოს შემდგომი დოკუმენტაცია:

  • ცნობა უნივერსიტეტიდან ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტი აკადემიური მოსწრების შესახებ
  • CV/რეზიუმე
  • ფერადი ფოტოსურათი 3/4
  • ინგლისური ენის ფლობის სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსის ეტაპები:

ა) განაცხადების გადარჩევა

ბ) გასაუბრება

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, საზაფხულო სკოლის ფარგლებში დაფინანსდება მხოლოდ 20 მონაწილე. კომისია გასაუბრების საფუძველზე შეარჩევს საუკეთესო კონკურსანტს, მაღალი აკადემიური მოსწრების, უნარ-ჩვევების და სამოტივაციო წერილის გათვალისწინებით.

პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები.

გისურვებთ წარმატებას!